პარი სენ ჟერმენმა იმარჯვა და საფრანგეთის თასის ფინალში გავიდა [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პარი სენ ჟერმენმა იმარჯვა და საფრანგეთის თასის ფინალში გავიდა [VIDEO]



საფრანგეთის თასის 1/2 ფინალურ მატჩში "პარი სენ ჟერმენი" "კაენს" ესტუმრა და მეტოქე 3:1 დაამარცხა.

25-ე წუთზე ანგარიში კილიან მბაპემ გახსნა. 43-ე წუთზე ისმაელ დიომანდემ წონასწორობა აღადგინა.

81-ე წუთზე კილიან მბაპემ დუბლი გაიფორმა, საბოლოო წერტილი კი ნკუნკუმ 90-ე წუთზე დასვა.

ამრიგად, "პარი სენ ჟერმენი" საფრანგეთის თასის ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე "ლეს ჰერბიერსი" იქნება. გაცნობებთ, რომ ეს გუნდი საფრანგეთის მე-3 დივიზიონში ასპარეზობს.

ასევე, "პსჟ"-მ წელს უკვე მოიგო ლიგა 1 და საფრანგეთის ლიგის თასი.

როგორც იცით, საფრანგეთში ინგლისის მსგავსად თასის გათამაშების 2 ტურნირია (საფრანგეთის ლიგის თასი და საფრანგეთის თასი).

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები