რონალდუ: "არგენტინა, არგენტინა, მიყვარს, ძალიან მიყვარს" [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რონალდუ: "არგენტინა, არგენტინა, მიყვარს, ძალიან მიყვარს" [VIDEO]



კრიშტიანუ რონალდუმ სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ მას არგენტინა ძალიან უყვარს.

ერთ-ერთი ლაივის დროს, მას კომენტარებში არგენტინა დაუწერეს, რა დროსაც პორტუგალიელი გამოტყდა.

"არგენტინა? არგენტინა, არგენტინა. ჩემი გერლფრენდი არგენტინიდან არის, ნახევრად არგენტინელია (მამა არგენტინელი, დედა ესპანელი). ბევრმა ეს არ იცის.

ხალხი ფიქრობს, რომ ეს ქვეყანა არ მიყვარს, არადა არგენტინა მიყვარს, ძალიან მიყვარს", - თქვა რონალდუმ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები