უეფას პრეზიდენტი: "ვიდეო რეფერი იმ პენალტს არ შეცვლიდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

უეფას პრეზიდენტი: "ვიდეო რეფერი იმ პენალტს არ შეცვლიდა"


უეფას პრეზიდენტი:

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა "რეალისა" და "იუვენტუსის" მატჩში დანიშნულ პენალტზე კომენტარი გააკეთა.

ევროპული ფეხბურთის ორგანომ დაადასტურა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე, შემდეგ სეზონში ვიდეო რეფერი არ ამოქემდდება.

მან არგუმენტად ისიც მოიყვანა, რომ ვიდეო რეფერი 93-ე წუთზე დანიშნული თერთმეტმეტრიანის ბედს ვერ შეცვლიდა, რადგან აზრთა სხვადასხვაობაა.

"შეიცვლებოდა, თუ არა ვიდეო რეფერით რაიმე "იუვენტუსისა" და "რეალის" მატჩში? არა.

თქვენ ხედავთ, რომ ეს ეპიზოდი განმეორებით 20-ჯერ ნახა პუბლიკამ და ჯერ ისინი კვლავ ვერ შეთანხმდნენ იყო თუ არა თერთმეტმეტრიანი დასანიშნი.

"ლივერპულისა" და "მანჩესტერ სიტის" შეხვედრაში, რაღაც შეიცვლებოდა, თუმცა სხვა საკამათო ეპიზოდებში ვიდე-რეფერი ვერაფერს გააკეთებს", - განაცხადა ჩეფერინმა და სავარაუდოდ მართალიც არის.

ის გულისხმობს, რომ ვიდეო რეფერის ნახვის შემდეგ, მსაჯიც საგონებელში ჩავარდებოდა, რადგან ეპიზოდი საკმაოდ საკამათო იყო.

ცხადია, რომელი გუნდისთვისაც უარყოფით გადაწყვეტილებას მიიღებდა ის, იმ გუნდის ფანები მაიკლ ოლივერს მიწასთან გაასწორებდნენ.

რეალურად რა უშლის ხელს ვიდეო რეფერის დანერგვას?
მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორი ის არის, რომ თვითონ ფიფაში არ არიან კარგად გარკვეულები რა ეპიზოდში ფიქსირდება თამაშის წესების დარღვევა და რა ეპიზოდში არა.

როგორც ამჩნევთ, სხვადასხვა ჩემპიონატებში სხვაგვარი წესებია, რაც ფიფას წესდებით დაუშვებელია. მაგალითად, პრემიერ ლიგაში შესაძლოა უხეშ ორთაბრძოლაზე მსაჯმა ჯარიმა არ დანიშნოს, თუმცა სერია ა-ში, იგივე სიტუაციაში წესების დარღვევა დაფიქსირდეს.

ასევე, საკამათოა თერთმეტმეტრიანის დანიშვნაც, ბურთის ხელზე მოხვედრის დროს. ზოგი არბიტრი როგორ დებს, ზოგი როგორ.

ასევე, გამოჩნდა, რომ საკამათოა საჯარიმოში შეხების შემდეგ წაქცეული ფეხბურთელის მიმართ თამაშის წესების დარღვევაც. ბენატია ლუკას ვასკესს შეეხო, თუმცა მთავარი არგუმენტი ის ჰქონდათ, რომ ეს საკმარისი შეხება არ იყო იმისთვის, რომ პენალტი დანიშნულიყო. სხვათაშორის ეს AS.COM-ისა და MARCA.COM-ის მსაჯებმა დაწერეს.

ასე რომ, სანამ ვიდეო-რეფერი სრულიად ამოქმედდება, პირველ რიგში ფიფასა და უეფას წესები აქვთ დეტალურად განსახილველი.

ახლა, როდესაც მსაჯი შეცდომას უშვებს, გამამართლებელი საბუთი ის არის, რომ მან უბრალოდ ეპიზოდი კარგად ვერ დაინახა.

თუმცა, ვიდეო გამეორების ნახვის შემდეგაც, თუ რომელიმე გუნდის მიმართ არასასურველი გადაწყვეტილება მიიღო, იმ არბიტრს უკვე ორმაგად დაატეხენ ჯაფას.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები