ელ კლასიკოს ზუსტი თარიღი ცნობილია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ელ კლასიკოს ზუსტი თარიღი ცნობილია


ელ კლასიკოს ზუსტი თარიღი ცნობილია

ლა ლიგის 36-ე ტურის მატჩში, "კამპ ნოუზე" "ბარსელონა" მადრიდის "რეალს" უმასპინძლებს.

ლა ლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე მატჩის დაწყების ოფიციალური თარიღი გამოქვეყნდა.

ელ კლასიკო, 6 მაისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

არ არის გამორიცხული, ამ დროისთვის "ბარსელონას" ჩემპიონობა უკვე ოფიციალურად ჰქონდეს მოპოვებული.

ამ შემთხვევაში "რეალი" ვალდებულია მეტოქე გუნდს დერეფანი გაუკეთოს, თუმცა ზიდანმა თქვა, რომ ის არ აპირებს დერეფნის გაკეთებას.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები