უმტიტის გამოსასყიდი თანხა საგრძნობლად გაიზრდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

უმტიტის გამოსასყიდი თანხა საგრძნობლად გაიზრდება


უმტიტის გამოსასყიდი თანხა საგრძნობლად გაიზრდება

"ბარსელონას" მცველ სამუელ უმტიტისთან მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე კონტრაქტის გახანგრძლივება უნდა.

როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo წერს, კატალონიაში ფრანგისადმი ინგლისური კლუბების ინტერესის გამო შეწუხებულები არიან.

უმტიტის "ბარსელონასთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2021 წელს ეწურება. მისი გამოსასყიდი თანხა 60 მილიონი ევროა.

იმ შემთხვევაში, თუ ფრანგი უკანახაზელი კონტრაქტს გაახანგრძლივებს, ხელფასთან ერთად მისი კლაუსულა 250 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები