ზედიზედ მესამე მოგება - გოლდენ სტეიტმა ფაჩულია კვლავ არ ათამაშა [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ზედიზედ მესამე მოგება - გოლდენ სტეიტმა ფაჩულია კვლავ არ ათამაშა [VIDEO]



ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ფლეი-ოფში ერთმანეთს გოლდენ სტეიტი და სან ანტონიო უპირისპირდებიან.

პირველი 2 შეხვედრა საშინაო არენაზე მოქმედმა ჩემპიონებმა მოიგეს, მე-3 მატჩი კი ტექსასში შედგა.

გოლდენ სტეიტმა მეტოქე სტუმრადაც დაამარცხა - 110:97 და კონფერენციის ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

უცნაურია, მაგრამ გოლდენ სტეიტის ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია კვლავ არ ათამაშეს. ამ ფლეი-ოფში ზაზას ჯერ ერთი წუთითაც არ უთამაშია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები