მოურინიოს პოგბას კროოსში გაცვლა უნდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მოურინიოს პოგბას კროოსში გაცვლა უნდა


მოურინიოს პოგბას კროოსში გაცვლა უნდა

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე ნახევარდაცვის ხაზის განახლება უნდა.

როგორც A Bola იტყობინება, პორტუგალიელი მზადაა პოლ პოგბას შეელიოს, ვისთანაც ურთიერთობა გაუფუჭდა.

ზემოთაღნიშნული გამოცემის თანახმად, პოგბას ნაცვლად მოურინიოს "რეალის" შუახაზელის, ტონი კროოსის დამატება სურს.

აღსანიშნავია აგრეთვე ისიც, რომ ფრანგისა და გერმანელის პირდაპირი გაცვლა შესაძლებელია, რადგან "რეალი" პოგბასადმი ინტერესს იჩენს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები