ბარსელონას რაკიტიჩი დაუბრუნდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბარსელონას რაკიტიჩი დაუბრუნდა


ბარსელონას რაკიტიჩი დაუბრუნდა

"ბარსელონას" ნახევარმცველს, ივან რაკიტიჩს, რომელმაც მარცხენა ხელის თითის მოტეხილობის გამო ოპერაცია გაიკეთა, ექიმებმა თამაშის ნება დართეს.

შეგახსენებთ, 30 წლის ჰავბეკი ჩემპიონთა ლიგაზე "რომასთან" (0:3) გამართულ საპასუხო 1/4 ფინალურ მატჩში დაშავდა.

მოგეხსენებათ, პირველი მატჩი "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" იტალიელებს ანგარიშით 4:1 მოუგეს, თუმცა სტუმრად გატანილი გოლის წყალობით ნახევარფინალში "რომა" გავიდა.

21 აპრილს "ბარსელონა" ესპანეთის თასის ფინალში "სევილიას" დაუპირისპირდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები