არსენალის ოფიციალური განცხადება ახალი მწვრთნელის თაობაზე » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

არსენალის ოფიციალური განცხადება ახალი მწვრთნელის თაობაზე


არსენალის ოფიციალური განცხადება ახალი მწვრთნელის თაობაზე

"არსენალის" ოფიციალური საიტის ცნობით, გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

დღეს, 20 აპრილს, არსენ ვენგერმა, რომელიც "მეთოფეებს" სათავეში 1996 წლიდან უდგას, დაადასტურა, რომ 2017/18 წლების სეზონის დასრულების შემდეგ დაკავებულ თანამდებობას დატოვებს.

"არსენი სეზონის ბოლომდე გააგრძელებს გუნდის გაწვრთნას, - წერია კლუბის პრესსამსახურის განცხადებაში. - ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნას რაც შეიძლება სწრაფად დავადასტურებთ. ამ მომენტისთვის კლუბი დამატებით კომენტარებს არ გააკეთებს".

შეგახსენებთ, ვენგერმა "არსენალში" გატარებული 22 წლის განმავლობაში 17 ტიტული მოიგო, ინგლისის ჩემპიონატის 3 ტიტულის ჩათვლით. პრემიერ ლიგაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით არსენი რეკორდსმენია - 823 მატჩი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები