ვან პერსიმ ვენგერს თავისი საფეხბურთო მამა უწოდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვან პერსიმ ვენგერს თავისი საფეხბურთო მამა უწოდა


ვან პერსიმ ვენგერს თავისი საფეხბურთო მამა უწოდა

"არსენალის" ექს-კაპიტანმა, რობინ ვან პერსიმ გუნდის მთავარ მწვრთნელს, არსენ ვენგერს მადლობა გადაუხადა იმ წვლილისთვის, რომელიც ამ უკანასკნელმა მის კარიერაში შეიტანა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ 68 წლის ფრანგი 22-წლიანი მუშაობის შემდეგ სეზონის დასრულებისთანავე ლონდონურ კლუბს დატოვებს.

"მადლობა, არსენ, იმის გამო, რომ მთელი ამ წლების მანძილზე ჩემი გჯეროდა. განსაკუთრებული ადამიანი და ტოპ-მწვრთნელი ხარ. მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო!".

"ყოველთვის ჩემს საფეხბურთო მამად ჩაგთვლი, რომელიც დამეხმარა გავზრდილიყავი როგორც ადამიანი და როგორც ფეხბურთელი. ყოვეთვის მადლიერი ვიქნები და ცხოვრების ახალ ეტაპზე ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ", - წერს ვან პერსი სოციალურ ქსელში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები