იუვენტუსი უოტფორდის თავდამსხმელით ინტერესდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

იუვენტუსი უოტფორდის თავდამსხმელით ინტერესდება


იუვენტუსი უოტფორდის თავდამსხმელით ინტერესდება

"იუვენტუსი" იმ ოთხ კლუბს შორისაა, რომლებსაც "უოტფორდის" 20 წლის თავდამსხმელის, რიშარლისონის შეძენა უნდათ.

გარდა "ბებერი ქალბატონისა", ბრაზილიელით "მანჩესტერ იუნაიტედი", "მანჩესტერ სიტი" და "ბაიერნიც" ინტერესდებიან, წერს Football Italia.

როგორც იტალიური გამოცემა აღნიშნავს, ფორვარდისთვის ბრძოლაში ფავორიტები მანიკუნიანელები არიან - "ეშმაკუნები" სამხრეთამერიკელს ანტონი მარსიალის იდეალურ შემცვლელად მიიჩნევენ.

რიშარლისონი "უოტფორდში" "ფლუმინენსედან" 12,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ 2017 წელს გადავიდა. პრემიერ ლიგაში მან 34 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები