არსენალმა ლუის ენრიკესთან გამართა მოლაპარაკებები » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

არსენალმა ლუის ენრიკესთან გამართა მოლაპარაკებები


არსენალმა ლუის ენრიკესთან გამართა მოლაპარაკებები

"არსენალის" ხელმძღვანელობამ "ბარსელონას" ექს-მწვრთნელ ლუის ენრიკესთან გამართა მოლაპარაკებები, იუწყება Independent.

აღინიშნება, რომ 47 წლის ესპანელს რაულ სანლეჰისთან, რომელიც ინგლისური კლუბის სპორტული დირექტორია, კარგი ურთიერთობა აქვს.

ენრიკე და სანლეჰი "ბარსელონაში" მუშაობდნენ ერთად.

არსებული ინფორმაციით, ენრიკემ "არსენალს" ხელფასის სახით იმდენივე მოსთხოვა, რამდენსაც არსენ ვენგერი ამჟამად იღებს. ამან კი "მეთოფეებს" შეიძლება ესპანელის დანიშვნაში ხელი შეუშალოს.

მოგეხსენებათ, ფრანგმა სპეციალისტმა "მეთოფეები" 1996 წელს ჩაიბარა.

ამ 22 წლის მანძილზე ლონდონურ კლუბს ვენგერმა 17 ტიტული მოაგებინა, ინგლისის ჩემპიონატის 3 ტიტულის ჩათვლით.

პრემიერ ლიგაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით არსენი რეკორდსმენია - 823 მატჩი. აღნიშნულ სიაში მეორე პოზიციას "მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-თავკაცი, ალექს ფერგიუსონი (810) იკავებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები