ბეილის წასვლის შემთხვევაში რეალი აზარს შეიძენს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბეილის წასვლის შემთხვევაში რეალი აზარს შეიძენს


ბეილის წასვლის შემთხვევაში რეალი აზარს შეიძენს

"რეალი" "ჩელსის" თავდამსხმელის, ედენ აზარის ყიდვას გეგმავს.

თუმცა, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ გუნდს გარეტ ბეილი დატოვებს, იტყობინება Daily Mail.

მადრიდელთა პრიორიტეტი ახალი მეკარისა და იმ ფორვარდის შეძენაა, რომელიც კარიმ ბენზემას შეცვლას მოახერხებს.

"სამეფო კლუბის" თავკაცს, ზინედინ ზიდანს თავისი გუნდის რიგებში 27 წლის აზარის ხილვა უნდა, მაგრამ გუნდის რესტრუქტურიზაციისთვის კარტ-ბლანშს მაშინ მიიღებს, თუ ზედიზედ მესამედ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას ან გარეტ ბეილი გადაწყვეტს "თეთრების" რიგების დატოვებას.

თავად 28 წლის უელსელი არასაკმარისი სათამაშო პრაქტიკით უკმაყოფილოა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები