ინიესტა შეიძლება ჩუნცინ ლიფანში გადავიდეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ინიესტა შეიძლება ჩუნცინ ლიფანში გადავიდეს


ინიესტა შეიძლება ჩუნცინ ლიფანში გადავიდეს

"ბარსელონას" კაპიტანმა, ანდრეს ინიესტამ კარიერა შეიძლება ჩინეთში გააგრძელოს.

როგორც Marca წერს, 33 წლის ჰავბეკისადმი ინტერესს "ჩუნცინ ლიფანი" იჩენს. ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, ინიესტა აზიური კლუბის ისტორიაში პირველი ევროპელი გახდება.

ამ ეტაპზე, "ლიფანის" ღირსებას მხოლოდ ოთხი ლეგიონერი იცავს: სამი ბრაზილიელი და ერთი კორეელი.

აღსანიშნავია, რომ გუნდს სათავეში პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ექს-თავკაცი, პაულო ბენტო უდგას.

მოგეხსენებათ, ინიესტას მთელი პროფესიონალური კარიერა "ბარსელონაში" აქვს გატარებული, ამ ეტაპზე მის ანგარიშზე ყველა ტურნირზე ერთად ჩატარებული 668 მატჩი და გატანილი 56 გოლია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები