ჰაინკესი: "ვენგერმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჰაინკესი: "ვენგერმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო"


ჰაინკესი:

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, იუპ ჰაინკესმა თავის კოლეგას გადაწყვეტილება მოუწონა.

მოგეხსენებათ, არსენ ვენგერი ამ სეზონის დასრულების შემდეგ ოფიციალურად დატოვებს ლონდონის "არსენალს".

"არსენ ვენგერის კარიერა აღფრთოვანებას იმსახურებს! მისი გუნდი ყოველთვის სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდა და არსენი, უსიტყვოდ, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია", - ციტირებს "ბაიერნის" თავკაცის სიტყვებს Omnisport.

"ჩემი აზრით, სხვაგანაც შეუძლია წარმატების მიღწევა, მაგრამ ახლა ძალიან რთულია იმის წარმოდგენა, რომ "არსენალში" არ იქნება".

"ადრე თუ გვიან გიწევს თქვა "სტოპ" და ვენგერმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო", - დასძინა ჰაინკესმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები