პირველად 6 თვის შემდეგ - ნოიერმა გუნდთან ერთად ივარჯიშა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პირველად 6 თვის შემდეგ - ნოიერმა გუნდთან ერთად ივარჯიშა


პირველად 6 თვის შემდეგ - ნოიერმა გუნდთან ერთად ივარჯიშა

3 კვირიანი ინდივიდუალური ვარჯიშების შემდეგ მანუელ ნოიერი დღეს "ზებენერ შტრასზე" თანაგუნდელებთან ერთად გამოჩნდა.

31 წლის გერმანელმა მეკარემ, რომელმაც ტერფის მოტეხვის გამო დაახლოებით ნახევარი წელიწადი გამოტოვა, დღევანდელი ვარჯიში გუნდთან ერთად დაიწყო, შემდეგ კი დარბაზში გადაინაცვლა.

"ჩვენ, ყველანი კმაყოფილები ვართ მისი განვითარებით. თუმცა, სიჩქარე დაუშვებელია და მანუელმა ფორმა ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა აკრიფოს", - განაცხადა "ბაიერნის" თავკაცმა, იუპ ჰაინკესმა.

მანუელ ნოიერმა გასული წლის სექტემბერში მარცხენა ფეხის ტერფი მეორედ მოიტეხა და განმეორებითი ოპერაციის შემდეგ ძალიან დიდი პერიოდი გაუცდა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი მანუელ ნოიერი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები