UEFA-ს პრეზიდენტი: "იქ იქნებიან მსაჯები, რომელთაც ვიდეო-რეფერი არასდროს გამოუყენებიათ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

UEFA-ს პრეზიდენტი: "იქ იქნებიან მსაჯები, რომელთაც ვიდეო-რეფერი არასდროს გამოუყენებიათ"


UEFA-ს პრეზიდენტი:

უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი ვიდეო-რეფერის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოყენებას ეხმაურება.

უეფას მმართველი ფიქრობს, რომ ეს მთელ რიგ პრობლემებს შექმნის.

"მსოფლიო ჩემპიონატზე მსაჯები სხვადასხვა ქვეყნებიდან იქნებიან და ბევრი ისეთი არბიტრი იქნება, რომელთაც ვიდეო-რეფერისთან შეხება არასდროს ჰქონიათ", - განაცხადა ჩეფერინმა.

გაცნობებთ, რომ უეფა 2017-2018 წლების სეზონის შემდეგაც არ გეგმავს, ჩემპიონთა ლიგაზე ვიდეო-რეფერის შემოღებას.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები