"მესი ჯობია თუ რონალდუ?", - რაზე იჩხუბეს ქართველმა პარლამენტარებმა [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"მესი ჯობია თუ რონალდუ?", - რაზე იჩხუბეს ქართველმა პარლამენტარებმა [VIDEO]



საქართველოს პარლამენტში, "ქართული ოცნების" წევრები, დავით მათიკაშვილი და ირაკლი აბუსერიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

კამერებმა ფაქტის გადაღება ვერ მოასწრეს, თუმცა დაპირისპირების დასასრული ვიდეოში აღბეჭდილია.

“იყო რაღაც კამათი და სიმართლე გითხრათ, არც ვიცი, რის თაობაზე - შეიძლება სპორტზე, შეიძლება სხვა რამეზე, შეიძლება მესი ჯობია თუ რონალდუ - აი ამ თემაზე. ხომ იცი, გულშემატკივრებმა ხმამაღლა იცინ ლაპარაკი და ამ დროს მიადგნენ ჟურნალისტები“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ნუკრი ქანთარიამ.

იხილეთ ტელე-იმედის ვიდეო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები