პოლიტიკოსებმა ესპანეთის თასის ფინალზე დასწრება იუარეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პოლიტიკოსებმა ესპანეთის თასის ფინალზე დასწრება იუარეს


პოლიტიკოსებმა ესპანეთის თასის ფინალზე დასწრება იუარეს

შაბათს, 23:30 საათზე ესპანეთის თასის ფინალში "ბარსელონა" "სევილიას" შეხვდება.

მატჩი, მადრიდის "ატლეტიკოს" სტადიონზე, "ვანდა მეტროპოლიტანოზე" ჩატარდება, სადაც ვიპ სექტორში პოლიტიკოსების ნაკლებობა იქნება.

"ბარსელონას" ფინალებს ყოველთვის ადევნებდა თვალს ქალაქის მერი ადა კოლაუ, თუმცა ამჯერად ის მადრიდში არ იქნება.

ასევე, მატჩს არ დაესწრება მადრიდის მერიც მანუელა კარმენა, რომელიც ყოველთვის ლა ლიგის პრეზიდენტის ხავიერ ტებასის გვერდით იჯდა.

"ვანდა მეტროპოლიტანოზე" კატალონიელი პოლიტიკოსები საერთოდ არ იქნებიან, რადგან ისინი მადრიდს ბოიკოტს უცხადებენ (პოლიტიკოსების დაკავების გამო).

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები