კრიშტიანუ რონალდუ ახალ სკანდალში გაეხვა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კრიშტიანუ რონალდუ ახალ სკანდალში გაეხვა


კრიშტიანუ რონალდუ ახალ სკანდალში გაეხვა

"რეალის" თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს შესაძლო ფინანსურ მაქინაციებზე ახალი ცნობები გავრცელდა, იუწყება Der Spiegel.

აღინიშნება, რომ პორტუგალიელი ლუქსემბურგში დარეგისტრირებული ფირმის მეშვეობით მთელი რიგი სასტუმროების წილს ფლობდა.

არის კიდევ ჯერსის კუნძულზე არსებული კომპანიაც. თუმცა, რონალდუ დოკუმენტებში არ ფიგურირებს - როგორც ჩანს, სანდო წარმომადგენელი ჰყავს.

ფეხბურთელის 2015 წლის საგადასახადო დეკლარაციაში ჯერსის კუნძულზე შეღავათიანი დაბეგვრის ზონაზე არანაირი ცნობები არ არის.

შეგახსენებთ, კრიშტიანუ რონალდუ გადასახადების დამალვაში უკვე ბრალდებულია. გამოძიების ვერსიით, 2011 წლიდან 2014 წლამდე მან საგადასახადო სამსახურებს დაახლოებით 15 მილიონი ევრო დაუმალა.

აქამდე არსებული ინფორმაციით, რონალდუ მზადაა საქმის დახურვის სანაცვლოდ კომპენსაციის სახით 25 მილიონი გადაიხადოს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები