არსენალის დირექტორი: "გვჭირდება მწვრთნელი, რომელიც თანამედროვე ფეხბურთის მქადაგებელია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

არსენალის დირექტორი: "გვჭირდება მწვრთნელი, რომელიც თანამედროვე ფეხბურთის მქადაგებელია"


არსენალის დირექტორი:

"არსენალის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ივან გაზიდისმა განაცხადა, რომ არსენ ვენგერის შეცვლა შეუძლებელი იქნება.

გუშინ, 20 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ ფრანგი მწვრთნელი სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს "მეთოფეთა" რიგებს.

"არა ვენგერის შემცვლელს, არამედ ახალ გზას მოვძებნით. პროცესი უკვე იწყება და კლუბი ახალი გამოწვევისთვის მზადაა", - ციტირებს გაზიდისის სიტყვებს BBC.

"გვჭირდება მწვრთნელი, რომელიც თანამედროვე, საინტერესო ფეხბურთს ქადაგებს. ფეხბურთს, რომელიც მაყურებლებს მოეწონებათ", - დასძინა "არსენალის" ფუნქციონერმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები