მარიო ბალოტელის მომავალი გარკვეულია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მარიო ბალოტელის მომავალი გარკვეულია


მარიო ბალოტელის მომავალი გარკვეულია

"ნიცას" ფორვარდმა, მარიო ბალოტელიმ კლუბის გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

იტალიელმა შემტევმა საკუთარ მომავალს ფარდა ახადა და თქვა, რომ მომავალ ზაფხულს ფრანგულ კლუბს დატოვებს.

"სუპერ მარიოს", მოგეხსენებათ, მოქმედი კონტრაქტის ვადა "ნიცასთან" ამა წლის ივნისის თვეში ეწურება.

ბალოტელი "ნიცაში" 2016 წელს გადავიდა, იქამდე კი "ინტერის", "მანჩესტერ სიტის", "ლივერპულისა" და სხვა კლუბების ღირსებას იცავდა.

"აქ ორი შესანიშნავი სეზონი გავატარე, მინდა თითოეულს მადლობა გადავუხადო. თუმცა, წინ კიდევ ხუთი მატჩი მაქვს დარჩენილი", - წერს მარიო სოციალურ ქსელში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები