მილანმა შეიძლება შახტარის ბრაზილიელი ნახევარმცველი იყიდოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მილანმა შეიძლება შახტარის ბრაზილიელი ნახევარმცველი იყიდოს


მილანმა შეიძლება შახტარის ბრაზილიელი ნახევარმცველი იყიდოს

"შახტარის" ნახევარმცველი, ბერნარდი ზაფხულში შეიძლება "მილანში" გადავიდეს, იტყობინება Football Italia.

ბრაზილიელს მოქმედი ხელშეკრულების ვადა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება.

ბერნარდი, რომელსაც უკრაინის ჩემპიონატიც და თასიც ორჯერ აქვს მოგებული, დონეცკელთა რიგებში 2013 წელს ჩაირიცხა.

"შახტარში" გატარებული ხუთი წლის განმავლობაში სამხრეთამერიკელმა შუახაზელმა 157 მატჩი ჩაატარა, 28 გოლი გაიტანა და 35 საგოლე პასი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები