ანდრეას პერეირა: "ვალენსიაში ყველაფერი მომწონს, მაგრამ მანჩესტერში თამაში მინდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ანდრეას პერეირა: "ვალენსიაში ყველაფერი მომწონს, მაგრამ მანჩესტერში თამაში მინდა"


ანდრეას პერეირა:

ნახევარმცველმა, ანდრეას პერეირამ განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნებას გეგმავს.

მოგეხსენებათ, ფეხბურთელი ინგლისურ კლუბს ეკუთვნის, თუმცა მიმდინარე სეზონს იჯარის წესით "ვალენსიაში" ატარებს.

"ვალენსიას" მწვრთნელთან ბევრს ვსაუბრობ, ერთმანეთს ვუგებთ, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, "იუნაიტედის" ფეხბურთელი ვარ. კონტრაქტის ვადა 2020 წელს მეწურება", - ციტირებს პერეირას სიტყვებს ESPN FC.

"სწორედ მანჩესტერში თამაშის სურვილი მაქვს, არასოდეს მდომებია ამ გუნდის დატოვება", - დასძინა ანდრეასმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები