ჯეკო: "მთელი სეზონის მანძილზე რომასი არავის არ სჯეროდა, მაგრამ უკვე ჩლ-ის ნახევარფინალში ვართ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჯეკო: "მთელი სეზონის მანძილზე რომასი არავის არ სჯეროდა, მაგრამ უკვე ჩლ-ის ნახევარფინალში ვართ"


ჯეკო:

"რომას" თავდამსხმელი, ედინ ჯეკო მიიჩნევს, რომ სეზონის მიმდინარეობისას მისი გუნდის არავის არ სჯეროდა.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე რომაული კლუბი "ლივერპულს" დაუპირისპირდება.

"ჯერ კიდევ ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი არავის არ სჯეროდა, რადგან "ატლეტიკო" და "ჩელსი" იყვნენ ჩვენი მოწინააღმდეგეები, ორი ტოპ-გუნდი. მიუხედავად ამისა, ფლეი ოფში გავედით", - ციტირებს ჯეკოს სიტყვებს The Telegraph.

"როცა "ბარსელონასთან" პირველ მატჩში 1:4 დავმარცხდით, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მომდევნო ეტაპზე გავიდოდით, თუმცა ეს გავაკეთეთ", - დასძინა ედინმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები