ლივერპულმა ვესტ ბრომვიჩთან ქულები დაკარგა, სალაჰმა მორიგი გოლი გაიტანა [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლივერპულმა ვესტ ბრომვიჩთან ქულები დაკარგა, სალაჰმა მორიგი გოლი გაიტანა [VIDEO]



"ლივერპულმა" და "ვესტ ბრომვიჩმა" ინგლისის ჩემპიონატის 35-ე ტურში ფრედ ითამაშეს.

აღსანიშნავია, რომ კვლავ მოახერხა თავის გამოჩენა მოჰამედ სალაჰმა, რომელმაც პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 31-ე გოლი გაიტანა.

ინგლისის ჩემპიონატის აუტსაიდერი მარცხს 88-ე წუთზე სოლომონ რონდონმა გადაარჩინა.

იურგენ კლოპის შეგირდები სატურნირო ცხრილში კვლავ მესამე ადგილზე არიან, თუმცა დაკარგული ქულების გამო მათ "ტოტენჰემი" დაეწია.

"ვესტ ბრომვიჩს" რაც შეეხება, "იადონები" ბოლო ადგილს იკავებენ და პრემიერ ლიგაში ადგილის შენარჩუნების მხოლოდ თეორიული შანსებიღა აქვთ.

ვესტ ბრომვიჩი - ლივერპული 2:2
გოლები: ლივერმორი, 79, რონდონი, 88 - ინგასი, 4, სალა, 72

ვესტ ბრომვიჩი: ფოსტერი - ნიომი, დოუსონი, ჰეგაზი, გიბსი (ბერკი, 76) - ფილიპსი, ლივერმორი, ბრანტი, მაკლინი (ევანსი, 71) - როდრიგესი (რობსონ-კანუ, 89), რონდონი

ლივერპული: კარიუსი - გომესი, ვან დაიკი, კლავანი, მორენო - ვეინალდუმი, ჰენდერსონი, მილნერ, სალაჰი (ლოვრენი, 84), ინგსი (ფირმინო, 66), მანე (ოქსლეიდ-ჩემბერლინი, 66)

გაფრთხილება: მორენო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები