ქართველი სპორტსმენი, რომელმაც 10 წელიწადში მთელი მსოფლიო ველოსიპედით შემოიარა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ქართველი სპორტსმენი, რომელმაც 10 წელიწადში მთელი მსოფლიო ველოსიპედით შემოიარა


ქართველი სპორტსმენი, რომელმაც 10 წელიწადში მთელი მსოფლიო ველოსიპედით შემოიარა

ქართველმა სპორტსმენმა, მოგზაურმა და გინესის წიგნის რეკორდსმენმა ჯუმბერ ლეჟავამ მთელი მსოფლიო შემოიარა. Goal.ge წარმოგიდგენთ ამ დიადი პიროვნების უნიკალურ ბიოგრაფიას. გავეცნოთ მისი ცხოვრების უცნობ ფაქტებსა და დეტალებს, რომლის მიხედვითაც წიგნის დაწერა ან სრულფასოვანი ფილმის გადაღებაც კი შეიძლება.

ქართველი სპორტსმენი, რომელმაც 10 წელიწადში მთელი მსოფლიო ველოსიპედით შემოიარა

"234 ქვეყანაში ვარ ნამყოფი. ზაფხულობით სამხრეთს ვსტუმრობდი, ზამთარში კი ჩრდილოეთს. ერთხელ ფეხებიც კი გამეყინა, ეს მოხდა იმიტომ, რომ -28 გრადუს სიცივეში მომიწია ღია ცის ქვეშ ღამის გათენება,"

"დილით ველოსიპედზე დავჯექი და განვაგრძე გზა. სასტუმროში, რომ დავბინავდი საშინელი რამ აღმოვაჩინე - წინდები ფეხებზე მქონდა მიყინული,"

ქართველი სპორტსმენი, რომელმაც 10 წელიწადში მთელი მსოფლიო ველოსიპედით შემოიარა

ქართველი მოგზაური სასტუმროდან პირდაპირ საავადმყოფოში მოხვდა. ექიმი ჩაშავებული კიდურების ამპუტაციას აპირებდა, თუმცა ჯუმბერი უარზე იყო: "ჰელსინკიში მინდა გამგზავრება, იქ საქართველოს ხელბურთის ნაკრების წევრებს შევხვდები,"

ექიმმა არ დააკავა ჯიუტი ქართველი და გაუშვა. წასვლის წინ ჯუმბერმა ჩაიცვა 4 წყვილი წინდა და უზარმაზარი თბილი ბათინკები, რის შემდეგაც ფინეთის დედაქალაქში გაეშურა ველოსიპედით.

ქართველი სპორტსმენი, რომელმაც 10 წელიწადში მთელი მსოფლიო ველოსიპედით შემოიარა

ჰელსინკიში ლეჟავა მართლაც შეხვდა თანამემამულეებს. ნაკრების ექიმმა კი სპეციალური ქართული მალამოს დახმარებით სრულად განკურნა მოგზაური. ჯუმბერმა გამოგზავნა უამრავი ფოტოსურათი სამშობლოში, მოიკითხა ახლობლები, რის შემდეგაც კვლავ განაგრძო გზა.

ლეჟავამ 46 წლის ასაკში გადაიტანა კლინიკური სიკვდილი. იმ დროისთვის ქართველი კიბერნეტიკოსის სახელზე უკვე ფიქსირდებოდა 24 გამოგონება და სახელმწიფო პრემია. ჯუმბერი ინფორმაციული ქსელების შექმნით იყო დაკავებული.

ქართველი სპორტსმენი, რომელმაც 10 წელიწადში მთელი მსოფლიო ველოსიპედით შემოიარა

ამის გარდა, მან ფეხით შემოიარა საქართველო, სამჯერ მოტოციკლეტით და ორჯერ მანქანით მთელი სსრკ. ჯუმბერს აგრეთვე ძალიან უყვარდა მთებში სიარულიც. ერთ-ერთი ლაშქრობის დროს ლეჟავამ იბანავა ბუნებრივ გოგირდოვან აბანოში, რომელშიც წყლის ტემპერატურა +80 გრადუსს აღწევდა.

აღნიშნული პროცედურის შემდეგ, ჯუმბერს ასტკივდა მუცელი, რაც ოპერაციის მანიშნებელი იყო. "შინაგანმა ორგანოებმა ვერ გაუძლეს დატვირთვას, რის გამოც მოხდა კუჭ-ნაწლავის პარალიზება," - ესეთი იყო ექიმების დასკვნა.

ქართველი სპორტსმენი, რომელმაც 10 წელიწადში მთელი მსოფლიო ველოსიპედით შემოიარა

ქირურგიულ ჩარევას ვერავინ ბედავდა, ეს მისია საკუთარ თავზე აიღო ჯუმბერის მეგობარმა ზურაბ ცხატაიამ, თუმცა თავად ექიმსაც კი ეგონა, რომ ლეჟავა დიდხანს ვერ იცოცხლებდა.

"საავადმყოფოში ამბობდნენ, რომ რამდენიმე დღეში მორგში გადასაყვანი გავხდებოდი. ახლობლები გამოსამშვიდობებლად მოდიოდნენ, თუმცა მე სულაც არ ვაპირებდი სიკვდილს. იმ დროს ყველაზე ბედნიერი პერიოდი დამიდგა, რადგან შვილიშვილები შემეძინა!"

"კლინიკური სიკვდილის დროს კი ხილვა მქონდა - გამომეცხადა 3 ბუმბერაზი, რომლებმაც მითხრეს, რომ მე 123 წლამდე ვიცოცხლებდი. გარდაცვალება არც კი განიხილებოდა!"

ქართველი სპორტსმენი, რომელმაც 10 წელიწადში მთელი მსოფლიო ველოსიპედით შემოიარა

ფეხზე წამოდგომის შემდეგ, ლეჟავა სახლში დაბრუნდა. მან მომენტალურად თქვა უარი ექიმების რეკომენდაციებზე, შეიმუშავა თავისი დიეტა და დაივიწყა სავალალო პროგნოზები. რაც მთავარია ქართველი სპორტულ ცხოვრებას დაუბრუნდა.

"დიდი ხნის მანძილზე ვფიქრობდი თუ როგორ ჩავმდგარიყავი ფორმაში, რადგან იმ დროს კატეგორიულად მქონდა აკრძალული სირბილი და ყველანაირი ფიზიკური დატვირთვა,"

"აზიდვები დავიწყე, რის შედეგადაც გამიუმჯობესდა ფილტვების მუშაობა და სისხლის მიწოდება. არ ვჩქარობდი, ნელ-ნელა ვზრდიდი დატვირთვას. ნახევარი წლის შემდეგ, ტკივილები გაქრა და ფორმაშიც ჩავდექი. ექიმებს არ სჯეროდათ იმ ფაქტის, რომ მე უკვე ჯანმრთელი ვიყავი,"

ქართველი სპორტსმენი, რომელმაც 10 წელიწადში მთელი მსოფლიო ველოსიპედით შემოიარა

ერთხელ ჯუმბერმა გაზეთში წაიკითხა ინგლისელი პედი დოილის შესახებ, რომელმაც ერთ დღეში 37000 აზიდვა გააკეთა იატაკიდან. ქართველმა გადაწყვიტა ბრიტანელის მიღწევის გაუმჯობესება და გინესის რეკორდთა წიგნის რედაქციას მიწერა.

ლეჟავამ მიზანს მიაღწია - ქართველმა 44447 აზიდვა გააკეთა, რამდენიმე თვის შემდეგ კი მან ეს მაჩვენებელი კიდევ 5000-ით გაზარდა. ეს რეკორდი დღემდე მიუღწეველია სხვებისთვის. ამასთან ერთად, სხვადასხვა დროს, ქართველმა კიდევ რამდენიმე რეკორდი დაამყარა აზიდვებსა და მუცლის ვარჯიშში.

ქართველი სპორტსმენი, რომელმაც 10 წელიწადში მთელი მსოფლიო ველოსიპედით შემოიარა

ერთხელაც ჯუმბერს ყელში ამოუვიდა ფიზკულტურა და მან ახალი გამოწვევის ძიება დაიწყო. სწორედ იმ დროს ერთ-ერთი მეგობრის შვილმა ლეჟავას დაუსვა კითხვა, რომელმაც მთელი მისი ცხოვრება შეცვალა: "როგორი ძლიერი ხარ! შეძლებ მთელი მსოფლიოს შემოვლას ველოსიპედით?"

"მაშინ მივხვდი, რომ პატარა რატიმ თვალები ამიხილა. სწორედ ეს იყო ჩემი ცხოვრების მთავარი საქმე და ჩემი შესაძლებლობების შემოწმების იდეალური გზა,"

ქართველი სპორტსმენი, რომელმაც 10 წელიწადში მთელი მსოფლიო ველოსიპედით შემოიარა

ლეჟავამ დაიწყო ინფორმაციის შეგროვება და სამარშრუტო გეგმის შემუშავება. ამის გარდა, ჯუმბერმა იყიდა ველოსიპედი და მაქსიმალურად გადააწყო და მოარგო საკუთარ თავს.

ჯუმბერს არ ჰქონდა მოგზაურობის გამოცდილება, ის დროთა განმავლობაში სწავლობდა ყველაფერს. 55 წლის ასაკში ის უკვე მზად იყო ველოსიპედზე დასაჯდომად.

"ამ ყველაფერს 10 წელი მოვანდომე, თუმცა პრობლემები, რომ არა, უფრო ნაკლებ დროშიც შემოვივლიდი მსოფლიოს. ფულსა და სხვადასხვა ქვეყნების ვიზის მიღებასთან დაკავშირებული სირთულეების გამო ზოგჯერ რამდენიმე თვის განმავლობაშიც კი მიწევდა ლოდინი,"

ქართველი სპორტსმენი, რომელმაც 10 წელიწადში მთელი მსოფლიო ველოსიპედით შემოიარა

ლეჟავას ურთულეს პირობებში უწევდა მოგზაურობა. მას ხშირად არ ჰქონდა წყალი და საკვები. მთებში ქართველს მუდამ თან სდევდა საშინელი სიცივე, ეკვატორზე კი სიცხე. "ყველაფერს დავთმობდი იმისთვის, რომ რამდენიმე წუთით მაინც ავღმოჩენილიყავი სიგრილეში ან სითბოში,"

ზიმბაბვეს ტყეებში ჯუმბერს მისდევდა გიენების მთელი ხროვა, კოლუმბიაში კი ლეჟავა დააკავეს კოკაინის პლანტატორებმა. კამბოჯაში ქართველს გზაზე გადაეღობა აჯანყებულთა მთელი რაზმი, გვინეაში ჯუმბერი იმყოფებოდა ტყვეობაში.

ქართველი სპორტსმენი, რომელმაც 10 წელიწადში მთელი მსოფლიო ველოსიპედით შემოიარა

ადგილობრივ რევოლუციონერებს მოგზაური ეგონათ ჯაშუში, რადგან ის სტალინის სამშობლოდან იყო. ბურუნდიში ლეჟავა გახდა სამოქოლაქო ომის მომსწრე და მხოლოდ გაეროს დახმარების შედეგად მოხერხდა ცხელი ზონიდან თავის დაღწევა. ერაყში კი ქართველი საერთოდ არ შეუშვეს.

ყველაზე ტკბილად ჯუმბერს საჰარას უდაბნოში გატარებული პერიოდი ახსენდება. 4000 კილომეტრის გავლის შემდეგ, ქართველი შეიფარეს ადგილობრივმა შეიხებმა და მოგზაური საუკეთესო აპარტამენტებში დააბინავეს. ფორმულა 1-ის პილოტმა საადი ალიმ ქართველს თავისი ბოლიდიც კი ათხოვა.

ქართველი სპორტსმენი, რომელმაც 10 წელიწადში მთელი მსოფლიო ველოსიპედით შემოიარა

"უბედნიერესი ადამიანი ვარ, რადგან მსოფლიოს ყველა კუთხეში მყავს მეგობრები," - აცხადებდა ლეჟავა.

ჯუმბერი გახდა პირველი ადამიანი, რომელსაც "მსოფლიოს მოქალაქის" წოდება მიანიჭეს. ქართველი თვლის, რომ მან კარგად გაართვა თავი კეთილი ნების ელჩობას: "ლექციებს ვკითხულობდი ინგლისურსა და ესპანურ ენაზე. ვიყავი უნივერსიტეტებში, მოედნებსა და სოფლებში, ყველგან ერთი და იგივეს მეუბნებოდნენ - მადლობა ჯუმბერ! შენ დაგვანახე, რომ 50 წელი სულაც არ არის სიბერე, პირიქით, ამ პერიოდში ახალი ცხოვრება იწყება!"

ქართველი სპორტსმენი, რომელმაც 10 წელიწადში მთელი მსოფლიო ველოსიპედით შემოიარა

ყველაზე რთულ ვითარებაში ლეჟავა გობის უდაბნოში აღმოჩნდა, როდესაც მას კიდევ ერთხელ გაუთავდა წყალი და საკვები. ამის გარდა, ქართველს გადაადგილებაში ხელს უშლიდა საშინელი ქარი.

ჯუმბერს აღარ ჰქონდა ველოსიპედის მართვის ძალა, რის გამოც მან მიაგდო თავისი სატრანსპორტო საშუალება და ფეხით გააგრძელა სვლა. რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ, ლეჟავა მიხვდა, რომ ნელ-ნელა მიდიოდა იქ, საიდანაც აღარ ბრუნდებიან.

ქართველი სპორტსმენი, რომელმაც 10 წელიწადში მთელი მსოფლიო ველოსიპედით შემოიარა

ქართველი ყველაზე მეტად წუხდა იმის გამო, რომ ვეღარასდროს ნახავთა თავისი ოჯახის წევრებს. ის დაეცა ქვიშაზე, დახუჭა თვალები, დაიწყო განვილი ცხოვრების გახსენება და სიკვდილზე ფიქრიც, თუმცა შემდეგ მოხდა წარმოუდგენელი რამ:

"გამოვხიზლდი და დავინახე, რომ ჩემს წინ იდგა უცნაური ქალბატონი. მეგონა, რომ ეს იყო მოჩვენება ან ჰალუცინაცია. მანდილოსანი წამოდგომაში დამეხმარა და შემდეგ გაუჩინარდა, ისე მოულოდნელად, როგორც გაჩნდა,"

ქართველი სპორტსმენი, რომელმაც 10 წელიწადში მთელი მსოფლიო ველოსიპედით შემოიარა

"დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს მოლანდება იყო, რადგან იმ უკაცრიელ ადგილას არავინ ცხოვრობდა. შემდეგ დავინახე უცნაური სილუეტები. აღმოჩნდა, რომ ესენი იყვნენ აქლემებზე ამხედრებული ადგილობრივი მაცხოვრებლები და სწორედ იმ ქალბატონმა დაუძახა მათ,"

"იმ ადამიანებმა შემიფარეს, მომცეს დრო ძალების აღსადგენად და დასასვენებლად. ეს ყველაფერი კი იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გამომეცადა ჩემი გამძლეობა,"

ქართველი სპორტსმენი, რომელმაც 10 წელიწადში მთელი მსოფლიო ველოსიპედით შემოიარა

რა მოხდებოდა იმ უდაბნოში რომ არა მოულოდნელი სტუმრები? ჯუმბერს ვეღარავინ მიაგნებდა, თუმცა საბედნიეროდ ის გადარჩა და გააგრძელა თავისი ცხოვრების მთავარი საქმის კეთება.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ლეჟავამ მიიღო უამრავი ჯილდო, 2002 წელს კი ჯუმბერი წლის პიროვნებად აღიარეს საქართველოში. ამის გარდა, ისნის რაიონში მის სახელს ატარებს ერთ-ერთი ქუჩა. ცხოვრების დასკვნით ეტაპზე ლეჟავა უკვე იყო უფრო პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ვიდრე სპორტსმენი და მოგზაური.

2004 წელს, BBC წერდა, რომ აფრიკის კონტინენტზე ჯუმბერ ლეჟავას პირადად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უწევდა დახმარებას. მან აფრიკაში, რუსეთის ელჩებს დაავალა, რომ ბატონი ჯუმბერისთვის მაქსიმალურად შეეწყოთ ხელი.

ქართველი სპორტსმენი, რომელმაც 10 წელიწადში მთელი მსოფლიო ველოსიპედით შემოიარა

2014 წლის 25 ივლისს, 75 წლის ასაკში ლეგენდარული "მსოფლიოს მოქალაქე" გულის შეტევისგან გარდაიცვალა. ლეჟავას მემკვიდრეობა დღემდე ცოცხლობს და თაობიდან-თაობამდე გადადის.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები