ალი: "ტოტენჰემი მანჩესტერთან მატჩში პირველი წუთიდან ბოლო წუთამდე დომინირებდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ალი: "ტოტენჰემი მანჩესტერთან მატჩში პირველი წუთიდან ბოლო წუთამდე დომინირებდა"


ალი:

"ტოტენჰემის" ნახევარმცველმა, დელე ალიმ ინგლისის თასის ნახევარფინალში "მანჩესტერ იუნაიტედთან" (1:2) მარცხის შემდეგ აღნიშნა, რომ მისი გუნდი პირველი წუთიდან ბოლო წუთამდე ფლობდა ინიციატივას.

"თავად ჩავფლავდით და ეს სამწუხაროა", - ციტირებს ალის სიტყვებს Goal.

"თავი ხელში უნდა ავიყვანოთ და სეზონის ბოლო მატჩები კარგად ჩავატაროთ. ისეთ გუნდებთან, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია", 1:0-ით დაკმაყოფილება არ შეიძლება. მსგავს სიტუაციაში თავი არ უნდა ჩავიგდოთ".

"ტოტენჰემი" პირველი წუთიდან ბოლო წუთამდე დომინირებდა, თამაში ერთი მიმართულებით მიმდინარეობდა. ტიტულების მოგება გვინდა, ამისათვის ყველაფერი გვაქვს", - დასძინა დელემ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები