ჩელსი შეიძლება დი ფრანჩესკომ გაწვრთნას » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჩელსი შეიძლება დი ფრანჩესკომ გაწვრთნას


ჩელსი შეიძლება დი ფრანჩესკომ გაწვრთნას

"რომას" მთავარმა მწვრთნელმა, ეუსებიო დი ფრანჩესკომ ზაფხულში შეიძლება სამუშაო ადგილი შეიცვალოს.

როგორც The Telegraph იუწყება, სპეციალისტისადმი ინტერესს "ჩელსი" იჩენს, რომელიც ანტონიო კონტეს შემცვლელს ეძებს.

ლონდონურ კლუბში ჩემპიონთა ლიგაზე "რომას" ასპარეზობით მოხიბლულები არიან, სადაც "მგლები" ნახევარფინალში გავიდნენ და "ლივერპულს" დაუპირისპირდებიან.

გარდა დი ფრანჩესკოსი, განიხილება იულიან ნაგელსმანისა ("ჰოფენჰაიმი") და დავიდ ვაგნერის ("ჰადერსფილდი") ვარიანტებიც.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები