ჩელსი სარისა და ალეგრიზე გადაერთო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჩელსი სარისა და ალეგრიზე გადაერთო


ჩელსი სარისა და ალეგრიზე გადაერთო

როგორც The Times იუწყება, "ჩელსის" ხელმძღვანელობა კლუბის პირველი გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებას განაგრძობს, თუმცა ლუის ენრიკეთი იმდენად დაინტერესებული აღარ არის.

ესპანელმა სპეციალისტმა ძალიან დიდი ხელფასი მოითხოვა, ამასთანავე, იმან, რომ ენრიკე ძალიან ტემპერამენტული ადამიანია, მისდამი "ჩელსის" ინტერესზე გავლენა იქონია.

ახლა კი, "არისტოკრატების" ბოსების ყურადღება იტალიას ექცევა, სადაც ისინი მაურიციო სარითა და მასიმილიანო ალეგრით არიან დაინტერესებულები.

გარდა ამისა, იწერება, რომ ენრიკე ახლა ლონდონის "არსენალის" მთავარი სამიზნე გახდება.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ "მეთოფეთა" თავკაცის პოსტს არსენ ვენგერი დატოვებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები