ჯასტინ კლუივერტი შეიძლება მანჩესტერ იუნაიტედში ვიხილოთ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჯასტინ კლუივერტი შეიძლება მანჩესტერ იუნაიტედში ვიხილოთ


ჯასტინ კლუივერტი შეიძლება მანჩესტერ იუნაიტედში ვიხილოთ

"აიაქსის" ახალგაზრდა ტალანტი, ჯასტინ კლუივერტი "მანჩესტერ იუნაიტედის" ინტერესთა სფეროში მოექცა. ამის შესახებ The Times იუწყება.

ლეგენდარული პატრიკ კლუივერტის 18 წლის შვილი სამუშაო ადგილს უკვე ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე შეიცვლის. გარდა ამისა, იწერება, რომ ფორვარდს "წითელი ეშმაკუნების" რიგებში გადასვლა არ უნდა.

აგრეთვე, "ემიუ" "ბორდოს" თავდამსხმელის, მალკომის დამატებითაცაა დაინტერესებული.

მიმდინარე სეზონში კლუივერტმა ერედივიზიონში 28 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი შეაგდო და ხუთი საგოლე პასი გააკეთა.

რაც შეეხება მალკომს, ბრაზილიელმა საფრანგეთის ლიგა 1-ში "ბორდოს" მაისური 30 თამაშში მოირგო, ცხრა გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები