პოჩეტინო: "ტიტულების მოგება რთულია, როცა ამ სამ გუნდს უპირისპირდები" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პოჩეტინო: "ტიტულების მოგება რთულია, როცა ამ სამ გუნდს უპირისპირდები"


პოჩეტინო:

"ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო მიიჩნევს, რომ მისი გუნდი ინგლისის თასის ნახევარფინალში "მანჩესტერ იუნაიტედის" (1:2) დამარცხებასთან ახლოს იყო.

მოგეხსენებათ, ლონდონელებმა მე-11 წუთზე ანგარიში გახსნეს, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს.

"ვიბრძოდით, მაგრამ იმდენად კარგად არა, რომ გაგვემარჯვა", - ციტირებს პოჩეტინოს სიტყვებს BBC.

"პირველ ტაიმში ვდომინირებდით და "მანჩესტერ იუნაიტედზე" უკეთესად გამოვიყურებოდით".

"იუნაიტედი" ძალიან კარგად იცავდა თავს. იმედგაცრუებულები ვართ, რადგან გამარჯვებასთან ახლოს ვიყავით. ახლა წინსვლაზე ფიქრია საჭირო, სეზონის დასრულება და საუკეთესო ოთხეულში ადგილის დაკავება".

"რთულია ტიტულების მოგება, თუ "მანჩესტერ იუნაიტედს", "ჩელსის" ან "მანჩესტერ სიტის" უპირისპირდები. თუმცა, მთავარია, რომ წინააღმდეგობის გაწევა შეგვიძლია", - დასძინა არგენტინელმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები