სალაჰმა შირერის, რონალდუს და სუარესის ლეგენდარული რეკორდი გაიმეორა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სალაჰმა შირერის, რონალდუს და სუარესის ლეგენდარული რეკორდი გაიმეორა


სალაჰმა შირერის, რონალდუს და სუარესის ლეგენდარული რეკორდი გაიმეორა

"ლივერპულის" თავდამსხმელმა, მოჰამედ სალაჰმა პრემიერ ლიგის 35-ე ტურში "ვესტ ბრომვიჩს" (2:2) გოლი გაუტანა.

ასე და ამგვარად, ეს გოლი ეგვიპტელისთვის მიმდინარე ჩემპიონატში რიგით 31-ე აღმოჩნდა. ამ შედეგის დასაფიქსირებლად მას 33 შეხვედრა დასჭირდა.

25 წლის სალაჰმა პრემიერ ლიგის ერთ 38-ტურიან გათამაშებაში გატანილი გოლების რაოდენობით ალან შირერის (1995/96), კრიშტიანუ რონალდუს (2007/08) და ლუის სუარესის (2013/14) რეკორდი გაიმეორა.

მოჰამედს წინ კიდევ სამი მატჩი აქვს ჩასატარებელი აღნიშნული რეკორდის მოსახსნელად. "ლივერპულის" მოწინააღმდეგეები დარჩენილ ტურებში "სტოკ სიტი", "ჩელსი" და "ბრაიტონი" იქნებიან.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები