ბარსელონამ გუშინ ორი ისტორიული შედეგი დააფიქსირა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბარსელონამ გუშინ ორი ისტორიული შედეგი დააფიქსირა


ბარსელონამ გუშინ ორი ისტორიული შედეგი დააფიქსირა

მოგეხსენებათ, გუშინ ესპანეთის თასის ფინალში "ბარსელონამ" "სევილია" ანგარიშით 5:0 გაანადგურა.

კოპა დელ რეის ფინალების ისტორიაში მხოლოდ მესამედ მოხდა ისე, რომ გუნდმა ხუთბურთიანი სხვაობით იმარჯვა - კატალონიურმა გრანდმა "რეალისა" და "ატლეტიკის" მიღწევა გაიმეორა.

"რეალმა" 1980 წელს "კასტილია" გაანადგურა 6:1, 1915 წელს კი "ბილბაომ" მოუგო "ესპანიოლს" 5:0.

გარდა ამისა, "ბარსელონა" პირველი გუნდია, რომელმაც 1930-1933 წლების შემდეგ პირველად მოიგო ესპანეთის თასი ზედიზედ ოთხჯერ. ეს შედეგი პირველად "ბილბაომ" დააფიქსირა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები