გვარდიოლა: "ეს ადამიანი არსენალში მუშაობისთვის მზადაა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გვარდიოლა: "ეს ადამიანი არსენალში მუშაობისთვის მზადაა"


გვარდიოლა:

აქამდე ოფიციალურად დადასტურდა, რომ არსენ ვენგერის სეზონის დასრულების შემდეგ ლონდონის "არსენალს" დატოვებს.

ამის შემდეგ ფრანგი სპეციალისტის შემცვლელად გაიჟღერა პატრიკ ვიეირას სახელმა, რომელიც "მეთოფეთა" რიგებში ვენგერის ხელმძღვანელობის ქვეშ ასპარეზობდა.

"მანჩესტერ სიტის" თავკაცი, პეპ გვარდიოლა მიიჩნევს, რომ "არსენალის" ექს-ფეხბურთელს არსენის შეცვლა ჩინებულად შეუძლია.

"ვიეირა უკვე მზადაა ტოპ-მწვრთნელობისთვის. არსენის ადგილას ბევრი კანდიდატი განიხილება და "არსენალი" მათგან საუკეთესოს აირჩევს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანი ამ სამუშაოსთვის მზადაა", - აცხადებს გვარდიოლა.

"ვიეირა ნიჭიერია, მისი პოტენციალი ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად გამოვლინდება. მას ვაკვირდებოდი და ვფიქრობ, კარგია", - დაამატა ესპანელმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები