მილანის სპორტული დირექტორი: "გვრცხვენია!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მილანის სპორტული დირექტორი: "გვრცხვენია!"


მილანის სპორტული დირექტორი:

"მილანის" სპორტულმა დირექტორმა, მასიმილიანო მირაბელიმ, იტალიის ჩემპიონატის აუტსაიდერ "ბენევენტოსთან" სამარცხვინო მარცხის შემდეგ ბოდიში მოიხადა.

"ამ მარცხის გამო ფანებს ბოდიში უნდა მოვუხადოთ. "ბენევენტოსადმი" ყველანაირი პატივისცემის მიუხედავად, "მილანს" ეს თამაში არ უნდა წაეგო. სამწუხაროდ, გუნდს კონცენტრაცია თითქმის არ ჰქონდა.

პრობლემა ტაქტიკაში არ ყოფილა, ვინაიდან თამაშების მოგება სულითა და გულითაც შესაძლებელია. ჩვენ თავი არ უნდა დავკარგოთ. ამ გუნდის შესაძლებლობები კი კარგად ვიცით.

ამ თამაშის გამო გვრცხვენია, მაგრამ ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ. როდესაც სეზონის წინ ამდენ მოთამაშეს გამოცვლი, შესაძლოა ასეთი რამ შეგემთხვას.

მომდევნო სატრანსფერო ფანჯრისთვის მკაფიო იდეები უკვე გვაქვს და ვიცით თუ რაში უნდა ჩავდოთ ფული", - განაცხადა მირაბელიმ.

"როსონერი" იტალიის სერია ა-ს 34-ე ტურში საკუთარ მოედანზე ბოლოადგილოსან "ბენევენტოსთან" 0:1 დამარცხდა და ოთხეულში მოხვედრის თეორიული შანსებიც დაკარგა.
ასევე იხილეთ თემაზე:
მილანი მასიმილიანო მირაბელი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები