ძოფი: "თუ იუვენტუსი მოიგებს, ყველაფერი დასრულდება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ძოფი: "თუ იუვენტუსი მოიგებს, ყველაფერი დასრულდება"


ძოფი:

ტურინის "იუვენტუსის" ლეგენდარულმა გოლკიპერმა, დინო ძოფმა, "იუვენტუსისა" და "ნაპოლის" დღევანელ შეხვედრაზე ისაუბრა.

"ეს იქნება მატჩი, რომელმაც შესაძლოა იტალიის ჩემპიონატის ბედი გადაწყვიტოს.

თუ "იუვენტუსი" გამარჯვებას მოიპოვებს, მაშინ მასიმილიანო ალეგრის გუნდს სამუშაო დასრულებული ექნება.

"ნაპოლი" კი გასვლაზე გამარჯვების შემთხვევაში საკუთარ შანსებს ერთი-ორად გაზრდის და სკუდეტოს საკითხს კვლავ სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.

სწორედ ამიტომ, ველი, რომ ორივე გუნდი საოცრად იბრძოლებს", - განაცხადა ძოფმა.

33 ტურის შემდეგ იტალიის სერია ა-ს "ბებერი ქალბატონი" ლიდერობს და "ნაპოლის" 4 ქულით უსწრებს. დღეს ტურინში ეს გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
ასევე იხილეთ თემაზე:
იუვენტუსინაპოლი დინო ძოფი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები