ნაპოლის ასასინი - გონსალო იგუაინი » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნაპოლის ასასინი - გონსალო იგუაინი


ნაპოლის ასასინი - გონსალო იგუაინი

დღეს საღამოს, ჩვენი დროით 22:45 საათზე, იტალიის ეროვნული ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მთავარი მატჩი გაიმართება - ტურინის "იუვენტუსი" და "ნაპოლი" ერთმანეთში სკუდეტოს ბედს გაარკვევენ.

გარდა იმისა, რომ იტალიის ჩემპიონატი არის ერთადერთი ტოპ-5 ლიგიდან, რომელშიც ინტრიგა შემორჩა, ამ მატჩს კიდევ ერთი დამატებითი ინტრიგა აქვს - გონსალო იგუაინი.

არგენტინელმა ფორვარდმა კარიერაში საუკეთესო ფეხბურთი "ნაპოლის" მაისურით აჩვენა და 2016 წლის ზაფხულში გუნდის მთავარ კონკურენტ ტურინის "იუვენტუსს" შეუერთდა.

მას შემდეგ პიპიტამ თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ 5 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 4 შეხვედრაში გამოიჩინა თავი და "ცისფრების" კარი 5-ჯერ აიღო. თანაც გონსალოს გოლები ყოველთვის გადამწყვეტი იყო.

პირველ წრეში ამ გუნდების დაპირისპირება "სან პაოლოზე" "ბებერმა ქალბატონმა" სწორედ იგუაინის ერთადერთი ბურთით მოიგო და ახლა გონსალო ნეაპოლელების კიდევ ერთხელ დამწუხრებას ეცდება.

იგუაინის გამარჯვების გოლი "სან პაოლოზე"

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები