ალაბამ შესაძლოა რეალთან ვერ ითამაშოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ალაბამ შესაძლოა რეალთან ვერ ითამაშოს


ალაბამ შესაძლოა რეალთან ვერ ითამაშოს

მიუნხენის "ბაიერნის" მარცხენა მცველმა, დავიდ ალაბამ, შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/2 ფინალური მატჩი გამოტოვოს.

ცნობილი გერმანული გამოცემა "Kicker" იტყობინება, რომ 25 წლის ავსტრიელის თამაში მადრიდის "რეალთან" სერიოზული ეჭვის ქვეშაა.

ალაბას ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებს, რომლის გამოც საკუთარ გუნდს ბოლო რამდენიმე შეხვედრაში დააკლდა, მაგრამ დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა.

"რეკორდმაისტერი" "სამეფო კლუბს" 25 აპრილს, ოთხშაბათს, საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.
ასევე იხილეთ თემაზე:
რეალიბაიერნი დავიდ ალაბა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები