სპალეტი: "გამარჯვებას რაფინიას უნდა ვუმადლოდეთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სპალეტი: "გამარჯვებას რაფინიას უნდა ვუმადლოდეთ"


სპალეტი:

მილანის "ინტერის" თავკაცმა, ლუჩიანო სპალეტიმ, "კიევოსთან" თამაშის შემდეგ გუნდის ბრაზილიელი ლეგიონერი, რაფინია ალკანტარა, შეაქო.

"ჩვენს გუნდში არიან ნიჭიერი მოთამაშეები, რომელთაც საჭირო დროს გააქვთ - იკარდი, პერიშიჩი და სხვები.

თუმცა დღეს მთავარი როლი რაფინიამ შეასრულა, რომელმაც თამაშის რითმი და მსვლელობა გააკონტროლა. მან ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა", - განაცხადა სპალეტიმ.

"ნერაძურიმ" იტალიის სერია ა-ს 34-ე ტურში გასვლაზე 2:1 იმარჯვა და ოთხეულისთვის ბრძოლას აგრძელებს. რაფინია კი "ინტერის" ღირსებას იჯარით იცავს და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ინტერი ლუჩიანო სპალეტი რაფინია

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები