მანჩესტერ სიტიმ პრემიერ ლიგის რეკორდი დაამყარა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მანჩესტერ სიტიმ პრემიერ ლიგის რეკორდი დაამყარა


მანჩესტერ სიტიმ პრემიერ ლიგის რეკორდი დაამყარა

ინგლისის პრემიერ ლიგის 35-ე ტურში "მანჩესტერ სიტიმ" საკუთარ მოედანზე "სუონსი" 5:0 გააცამტვერა და უნიკალური შედეგი დააფიქსირა.

პირველ ტაიმში პეპ გვარდიოლას მოთამაშეებმა 542 პასი გააკეთეს, რაც პრემიერ ლიგის ისტორიაში ერთი ტაიმის განმავლობაში საუკეთესო მაჩვენებელია.

"ცისფრებმა" ინგლისის ჩემპიონობა ჯერ კიდევ წინა ტურში გაიფორმეს, ახლა კი ინგლისის ჩემპიონატში კიდევ ერთი რეკორდი დაამყარეს.

"მანჩესტერ სიტის" 34 სათამაშო კვირის შემდეგ 90 ქულა აქვს დაგროვებული და შანსი აქვს, რომ 100 ქულიან ზღვარს გადაცდეს.

იხილეთ "მანჩესტერ სიტის" ბრწყინვალე თამაშის მიმოხილვა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები