ვენგერი არსენალის ფანობით გულნატკენია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვენგერი არსენალის ფანობით გულნატკენია


ვენგერი არსენალის ფანობით გულნატკენია

ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა, "ვესტ ჰემთან" დღევანდელი დერბის შემდეგ აღნიშნა, რომ გუნდი ბოლომდე ერთიანი არ არის.

"მე დაღლილი არ ვყოფილვარ. მჯერა, რომ ეს კლუბი მთელი მსოფლიოს მიერ არის საპატივსაცემო და "არსენალი" ინგლისის გარეთაც ბევრს უყვარს.

სამწუხაროდ, "არსენალის" ფანების გამო გუნდში ვერ ვხედავ იმ ერთობას, რომელიც მსურს. ამით კი ცოტათი გულნატკენი ვარ", - აღნიშნა ლეგენდარულმა ფრანგმა სპეციალისტმა.

არსენ ვენგერმა გუშინ ოფიციალურად დაადასტურა, რომ კლუბს სეზონის ბოლოს 22 წლიანი ეპოქის შემდეგ დატოვებს და ამას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

დღეს "მეთოფეებმა" ლონდონური დერბი შინ 4:1 მოიგეს.
ასევე იხილეთ თემაზე:
არსენალი არსენ ვენგერი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები