სერია A-ში ჩემპიონობისთვის ბრძოლა სასწაულად დაიძაბა - ნაპოლიმ იუვენტუსი დაამარცხა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სერია A-ში ჩემპიონობისთვის ბრძოლა სასწაულად დაიძაბა - ნაპოლიმ იუვენტუსი დაამარცხა



სერია A-ს 34-ე ტურის მატჩში "იუვენტუსმა" შინ "ნაპოლი" მიიღო და 0:1 დამარცხდა.

90 წუთის განმავლობაში, პრაქტიკულად არც ერთ გუნდს სახიფათო მომენტიც კი არ შეუქმნია.

სავარაუდოდ ალეგრის ტაქტიკა ფრეზე თამაში იყო და ცხადია, რომ ეს შედეგი მის გუნდს აწყობდა. რაც შეეხება "ნაპოლის", მათ მხოლოდ 3 ქულა სჭირდებოდათ, თუმცა შეტევებს მაინც ვერ ამწვავებდნენ.

საბოლოოდ, 90-ე წუთზე "ნაპოლიმ" კუთხური მოაწოდა და ის გოლად კოლიბალიმ აქცია.

ნეაპოლელებმა 3 ქულა მოიპოვეს და ამჟამად პირველ-ადგილოსან "იუვენტუსთან" სხვაობა მხოლოდ 1 ქულაა.

სერია ა-ს დასრულებამდე 4 ტური რჩება.

სერია A-ში ჩემპიონობისთვის ბრძოლა სასწაულად დაიძაბა - ნაპოლიმ იუვენტუსი დაამარცხა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები