10 საუკეთესო ფეხბურთელი ნაპოლის ისტორიაში » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

10 საუკეთესო ფეხბურთელი ნაპოლის ისტორიაში


10 საუკეთესო ფეხბურთელი ნაპოლის ისტორიაში

მიუხედავად იმისა, რომ "ნაპოლის" მუზეომი არ არის სავსე ტიტულებით, ამ გუნდს მაინც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საფეხბურთო იტალიაში. სწორედ ნეაპოლში გაატარა თავისი კარიერის საუკეთესო წლები ლეგენდარულმა დიეგო მარადონამ.

არგენტინელი გენიას სახელს უკავშირდება "ნაპოლის" ორივე სკუდეტო, რომელიც "ლურჯებმა" 1987-სა და 1990 წელს მოიგეს. მიმდინარე სეზონში სამხრეთელები ძალიან ახლოს არიან სანატრელ მე-3 ჩემპიონობასთან. ტურინის "იუვენტუსის" დამარცხების შემდეგ, სხვაობა "ბებერ ქალბატონთან" მხოლოდ 1 ქულას შეადგენს.

გავიხსენოთ "ნაპოლის" ყველაზე გამორჩეული მოთამაშეები. დიახ, "ლურჯებს" ბევრი ლოკალური ლეგენდა ჰყავდა, თუმცა ახლა გავიხსენებთ ისეთ ფეხბურთელებს, რომლებმაც წარმატებას არა მხოლოდ "სტადიო სან პაოლოზე" მიაღწიეს, არამედ ყველგან სადაც იყვნენ.

10. ლორენცო ინსინიე

10 საუკეთესო ფეხბურთელი ნაპოლის ისტორიაში

წლები ნაპოლიში: 2010-დღემდე
შედეგი: 257 მატჩი, 63 გოლი
ტიტულები: კოპა იტალია, იტალიის სუპერთასი, კოპა იტალიას საუკეთესო ბომბარდირი

9. გონსალო იგუაინი

10 საუკეთესო ფეხბურთელი ნაპოლის ისტორიაში

წლები ნაპოლიში: 2013-2016
შედეგი: 146 მატჩი, 91 გოლი
ტიტულები: კოპა იტალია, იტალიის სუპერთასი, 2-ჯერ სერია ა-ს წლის გუნდის წევრი, სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირი, 2-ჯერ ევროპა ლიგის წლის გუნდის წევრი, სერია ა-ს რეკორდსმენი ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით

8. ფაბიო კანავარო

10 საუკეთესო ფეხბურთელი ნაპოლის ისტორიაში

წლები ნაპოლიში: 1992-1995
შედეგი: 68 მატჩი, 1 გოლი
ტიტულები: სერია ა-ს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, სერია ა-ს საუკეთესო ახალგაზრდა მცველი

7. ჩირო ფერარა

10 საუკეთესო ფეხბურთელი ნაპოლის ისტორიაში

წლები ნაპოლიში: 1984-1994
შედეგი: 322 მატჩი, 15 გოლი
ტიტულები: 2 სკუდეტო, უეფას თასი, კოპა იტალია, იტალიის სუპერთასი

6. ჯანფრანკო ძოლა

10 საუკეთესო ფეხბურთელი ნაპოლის ისტორიაში

წლები ნაპოლიში: 1989-1993
შედეგი: 136 მატჩი, 36 გოლი
ტიტულები: სკუდეტო, იტალიის სუპერთასი, ყველაზე მეტი საგოლე გადაცემის ავტორი სერია ა-ს ერთ სეზონში

5. კარეკა

10 საუკეთესო ფეხბურთელი ნაპოლის ისტორიაში

წლები ნაპოლიში: 1987-1993
შედეგი: 221 მატჩი, 95 გოლი
ტიტულები: სკუდეტო, უეფას თასი, იტალიის სუპერთასი

4. ედინსონ კავანი

10 საუკეთესო ფეხბურთელი ნაპოლის ისტორიაში

წლები ნაპოლიში: 2010-2013
შედეგი: 138 მატჩი, 104 გოლი
ტიტულები: კოპა იტალია, სერია ა-ს წლის გულშემატკივრების რჩეული, 3-ჯერ სერია ა-ს წლის გუნდის წევრი, სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირი, კოპა იტალიას საუკეთესო ბომბარდირი, სერია ა-ს წლის ფეხბურთელი

3. დინო ძოფი

10 საუკეთესო ფეხბურთელი ნაპოლის ისტორიაში

წლები ნაპოლიში: 1967-1972
შედეგი: 190 მატჩი, 166 გაშვებული გოლი
ტიტულები: დელე ალპის თასი, სერია ა-ს წლის მეკარე

2. მარეკ ჰამშიკი

10 საუკეთესო ფეხბურთელი ნაპოლის ისტორიაში

წლები ნაპოლიში: 2007-დღემდე
შედეგი: 490 მატჩი, 119 გოლი
ტიტულები: 2 კოპა იტალია, იტალიის სუპერთასი, სერია ა-ს წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი, 3-ჯერ სერია ა-ს წლის გუნდის წევრი, 2-ჯერ ყველაზე მეტი საგოლე გადაცემის ავტორი სერია ა-ს ერთ სეზონში, ევროპა ლიგის წლის გუნდის წევრი, ნაპოლის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი

1. დიეგო მარადონა

10 საუკეთესო ფეხბურთელი ნაპოლის ისტორიაში

წლები ნაპოლიში: 1984-1991
შედეგი: 259 მატჩი, 115 გოლი
ტიტულები: 2 სკუდეტო, კოპა იტალია, იტალიის სუპერთასი, უეფას თასი, სერია ა-ს წლის ფეხბურთელი, სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირი, კოპა იტალიას საუკეთესო ბომბარდირი, ნაპოლის 10-ნომრიანი მაისურის სამუდამო მფლობელი, ნაპოლის ყოფილი ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი (2017 წლამდე), იტალიის დიდების დარბაზის წევრი

აგრეთვე გამოსარჩევია: ჯუზეპე ბრუსკოლოტი, ანტონიო ჯულიანო, მორენო ფერარიო, ატილა სალუსტრო, ანტონიო ვოიაკი, ჟოზე ალტაფინი, ფერნანდო დე ნაპოლი, ეზეკილ ლავესი, პაოლო კანავარო, დრის მერტენსი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები