გვარდიოლამ წლის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გვარდიოლამ წლის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა


გვარდიოლამ წლის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელს ასახელებს.

"ჩემი აზრით, საუკეთესო კევინ დე ბრუინი იყო. თუ ამ წოდებას სხვას გადასცემენ, ვერაფერს ვიტყვი, უბრალოდ დე ბრუინს გამორჩეული სეზონი ჰქონდა.

ის შესვენების გარეშე კვირაში 2 მატჩს ატარებდა. შეიძლება მასზე ბევრი გოლი სხვამ გაიტანა, მაგრამ ზოგადად სეზონში ყველაზე სტაბილური ის იყო", - ამბობს გვარდიოლა.

წინასწარი ინფორმაციით, პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელად "ლივერპული" შემტევი მოჰამედ სალაჰი დასახელდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები