გვარდიოლა: "ჩემპიონატი მოგებულია, ახლა რეკორდების დრო დადგა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გვარდიოლა: "ჩემპიონატი მოგებულია, ახლა რეკორდების დრო დადგა"


გვარდიოლა:

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ თქვა, რომ მის გუნდს ინგლისის ჩემპიონატის ტიტულის დროზე ადრე მოგების შემდეგ მოტივაცია არ დაუკარგავს.

მოგეხსენებათ, "ქალაქელებმა" 35-ე ტურის ეგიდით გუშინ "სუონსი" გაანადგურეს - 5:0.

"ფეხბურთში პროგრესირება ყოველთვის საჭიროა", - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს BBC.

"რეკორდებისთვის ბრძოლა ფეხბურთელებს ტონუსში დარჩენაში ეხმარება. ჩემპიონატი მოგებულია, ახლა რეკორდების დრო დადგა".

"თუ დავიწყებთ ფიქრს: "მორჩა, ჩემპიონები ვართ, საქმე გაკეთებულია", შეუძლებელია ისე თამაში, როგორც ვითამაშეთ. გასულ კვირაში ამის თაობაზე ფეხბურთელებს ვესაუბრე".

"თუ მოვუმატებთ, მომავალ სეზონში ეს სარგებელს მოგვიტანს", - დასძინა პეპმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები