ბუფონს იუვენტუსში და იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში თანამდებობები შესთავაზეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბუფონს იუვენტუსში და იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში თანამდებობები შესთავაზეს


ბუფონს იუვენტუსში და იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში თანამდებობები შესთავაზეს

"იუვენტუსის" 40 წლის გოლკიპერმა, ჯანლუიჯი ბუფონმა სამენეჯერო სამუშაოს თაობაზე წინადადებები მიიღო.

როგორც Tuttosport იტყობინება, გოლკიპერს ტურინული კლუბისა და იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სტრუქტურაში შესთავაზეს თანამდებობები.

დამსაქმებელთა აზრით, ბუფონს ხელმძღვანელობის პოსტზე დანიშვნისთვის საჭირო ქარიზმა და შესაბამისი თვისებები გააჩნია.

თავად ბუფონს საკუთარ მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები