ბოატენგი: "ბაიერნი რონალდუს მხოლოდ გუნდურად თუ ამოკეტავს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბოატენგი: "ბაიერნი რონალდუს მხოლოდ გუნდურად თუ ამოკეტავს"


ბოატენგი:

მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა მცველმა, ჟერომ ბოატენგმა, აღნიშნა, რომ მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში კრიშტიანუ რონალდუს განეიტრალება ძალიან გაუჭირდება.

"რონალდუს მხოლოდ გუნდური, ერთიანი, ძალებით თუ შევაჩერებთ. საჯარიმოში ის მანქანასავით არის. მისი სრულიად ამოკეტვა შეუძლებელია, თავის მომენტებს მაინც მოძებნის.

"რეალი" თამაშს მის ირგვლივ ააწყობს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ კრიშტიანუს რაც შეიძლება ცოტა თავისუფალი ზონა დავუტოვოთ", - განაცხადა ჟერომმა.

33 წლის პორტუგალიელი ფანტასტიკურ ფორმაშია და ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ყოველ მატჩში გაიტანა გოლი, საერთო ჯამში - 15.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები