ტოტი: "კლოპი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ტოტი: "კლოპი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია"


ტოტი:

"რომას" დირექტორთა საბჭოს წევრმა და კლუბის ცოცხალმა ლეგენდამ, ფრანჩესკო ტოტიმ, "ლივერპულთან" ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალურ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

"როდესაც მესმის სახელი "ლივერპული", თავში ეგრევე პატივისცემა მომდის - ეს დიდი კლუბია, დიდი გუნდია, რომელსაც ფანტასტიკური და მისაბაძი ქომაგები ჰყავს.

ამ სეზონში მათი რამდენიმე მატჩი ვნახე, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ამ გუნდში სალაჰი თამაშობს. კენჭისყრის შემდეგ კი "ლივერპულის" ჩემპიონთა ლიგის მატჩებს გადავავლე თვალი და ვფიქრობ, ორივე გუნდისთვის რთული მატჩი იქნება.

სიმართლე გითხრათ, სალაჰის ასეთი კარგი თამაში ჩემთვის სიურპრიზი გამოდგა. თუმცა "ლივერპულის" შემადგენლობისა და მთავარი მწვრთნელის დონის გათვალისწინებით ეს არ არის გასაკვირი.

იურგენ კლოპი ჩემთვის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია", - განაცხადა "იმპერატორმა".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები