ალეგრი: "სეზონში 57 მატჩს ვატარებთ!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ალეგრი: "სეზონში 57 მატჩს ვატარებთ!"


ალეგრი:

ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი, "ნაპოლისთან" მარცხის შემდეგ მისი გუნდისადმი გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა.

"ბოლო 4 წელია სეზონში 57 მატჩს ვატარებთ!

იტალიის ფინალში ყოველთვის გავდივართ, ჩემპიონთა ლიგაზე ორჯერ ფინალში ვიასპარეზეთ და ორჯერ საფინალო სასტვენამდე 30 წამით ადრე გამოვვარდით.

როდესაც ასეთ ტემპში მუდმივად თამაშობ, ვფიქრობ სავსებით ნორმალურია თუ დაიღლები.

ჩვენ ძალიან დიდ ენერგიასა და ძალას ვხარჯავთ. ზუსტ რიცხვებს ვერ გეტყვით, მაგრამ მაშინ, როდესაც გუნდი სეზონში 57 თამაშს ატარებს, რთულია ბიჭებს რამე მოთხოვო", - განაცხადა მაქსი ალეგრიმ.

"ბებერი ქალბატონი" საკუთარ მოედანზე მთავარ კონკურენტთან 0:1 დამარცხდა და "ნაპოლისთან" უპირატესობა მხოლოდ 1 ქულა დარჩა.
ასევე იხილეთ თემაზე:
იუვენტუსი მასიმილიანო ალეგრი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები